ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, სხვადასხვა მარცვლეული
კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომლის რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ობიექტებშიახდენდა - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.
წყარო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური