ადიგენში, ახალციხესა და ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 მარტს
10:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 499 აბონენტს ადიგენის რაიონის სოფლებში აბასთუმანი, წახანი, ვარხანი, ხარჯამი, ქიქინეთი და მიმდებარე სოფლებში,
10:30-დან 18:00 საათამდე 759 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, ტყემლანა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 17:00 საათამდე 1104 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი, ცემი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.