21 მარტი, ქართული ჟურნალისტიკის დღეა
ქართული მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტიკის დღეს 1993 წლიდან აღნიშნავენ. საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, 21 მარტს, ქართული
ჟურნალისტიკის დღე 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. პროფესიულ დღესასწაულს მედია სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს.
ქართული ჟურნალისტიკის დღედ პირველი ქართული გაზეთის – ჯერ „საქართველოს გაზეთის”, შემდეგ კი „ქართული გაზეთის” დაარსების დღე დაწესდა – პირველი ნომერი 1819 წლის 21 მარტს (8 მარტს) გამოვიდა.
კანონის არსებობის მიუხედავად, საქართველოში ჟურნალისტთა უფლებები ხშირად ირღვევა და არც ჟურნალისტთა მხრიდანაა უცხო შეცდომების დაშვების ხშირი მაგალითი ქართული მედიისთვის.
როგორც პუბლიცისტი, ილია ჭავჭავაძე აღნიშნავდა, ,,ჟურნალ-გაზეთს ადამიანის ყოფა-ცხოვრებაში დიდი დანიშნულება აქვს".
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (GNCC) 2017 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 98 არხი მაუწყებლობს. ამას ემატება ათობით რადიო და ასობით ინტერნეტგამოცემა, გაზეთი და ჟურნალი.