,,განავითარე შენი რეგიონი" პროექტის წარმომადგენლები ნინოწმინდაში
სტუდენტური პარლამენტი და “საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანება“ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებთან
ერთად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტშიც განახორციელებს პროექტს “განავითარე შენი რეგიონი“.
სტუდენტური პარლამენტისა და საქართველოს დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანების წარმომადგენლებმა ნინოწმინდის ადგილობრივ ხელმძღვანელობას აღნიშნული პროექტი დეტალურად გააცნეს და მის მნიშვნელობაზეც ესაუბრნენ.
,,გვაქვს მოლოდინი, რომ სტუდენტური პარლამენტი კანონმდებლებისთვის ახალი ინიციატივებისა და წინადადებების თანამონაწილე გახდება "– აცხადებს სტუდენტური პარლამენტის თავმჯდომარე გიგა გლუნჩაძე.
ხოლო ნინოწმინდის მერი ანივარდ მოსოიანი აცხადებს, რომ ,,პროგრამის ფარგლებში იგეგმება, სამცხე–ჯავახეთის საზაფხულო ბანაკის გახსნა, სადაც მუნიციპალიტეტის ახალგაზრდები მეზობელი სომხეთის ახალგაზრდებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ამ პროექტში".
2018 წელს, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის თანახმად, ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა მუნიციპალიტეტებს დაევალათ.