ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს. ქართველი ჯარისკაცის ცხედარი
წეროვანში, დევნილების აშენებულ ტაძარში, გადაასვენეს. მოკლულის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მონასტრის მსახურებმა გადაიხადეს.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდში სამხედრო სასაფლაოზე სრული სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველი ჯარისკაცი 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავეს და ამით მისივე ანდერძი შესრულდა. საპატიო ყარაულმა ცერემონიალი სამხედრო ზალპით დაასრულა. დროშა კი, რომლითაც გმირი ჯარისკაცი სამარემდე მიაცილეს, მამას გადასცეს.
სამხედრო ღირსების ორდენი არჩილ ტატუნაშვილმა სიკვდილის შემდეგ მიიღო. ჯილდო ოჯახს საქართველოს პრეზიდენტმა გადასცა.
26-დღიანი ლოდინის შემდეგ, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 20 მარტს გადასცა სოფელ ერგნეთთან მდებარე ე.წ. ნეიტრალურ ზონაში.
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, ერაყში სამშვიდობო მისიის მონაწილე არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დააკავეს დაბა ახალგორში.
23 თებერვალს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია და იარაღი წაართვა, მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კი, კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა სავარაუდოდ, გულის უკმარისობით.
ამ ვერსიის არ სჯერა გარდაცვლილის ოჯახს, რომელიც დარწმუნებულია, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. გარდაცვალების ვერსია საეჭვოა საქართველოს ხელისუფლებისთვისაც. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას აჭიანურებდა რუსეთში ექსპერტიზის ჩატარების საბაბით.
სიუჟეტი მომზადებული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.