სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 მარტს
10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1104 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი, პატარა მიტარბი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:30 საათამდე 1956 აბონენტს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონის სოფლებში დიდი ხანჩალი, დილითი, კატნატუ და მიმდებარე სოფლებში, ნინოწმინდაში, გომაანში, ტრკნასა და მიმდებარე სოფლებში,
13:00-დან 16:00 საათამდე 87 აბონენტს ახალციხესა და ადიგენში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.