ახალციხის მუნიციპალიტეტში აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტების დარიგება დაიწყო.
მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული იძულებით გადაადგილებული და უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები მოინახულეს. ოჯახებს საჩუქრად სასურსათო პაკეტები (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, სააღდგომო ნამცხვარი) გადაეცათ.
როგორც ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, დღესასწაულთან დაკავშირებით ფულად დახმარებას მიიღებენ:
მკვეთრად გამოხატული შშმ პირები;
მხედველობით მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირები;
ა(ა)იპ „ქალაქ ახალციხის სათნოების სახლის“ უფასო სასადილოს ბენეფიციართა ოჯახები;
წყარო: ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია