ასპინძაში, ბორჯომში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 აპრილს
11:00-დან 13:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 750 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში გორელოვკა, ჟდანოვი, ორლოვკა, სპასოვკა და მიმდებარე სოფლებში;
23 აპრილს 10:00-დან 18:00 საათამდე 2423 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ახალდაბა, ტიმოთესუბანი, წაღვერი, დაბა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბორჯომში 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებზე,
11:00-დან 18:30 საათამდე 1598 აბონენტს ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონის სოფლებში სულდა, კარწახი, დადეში, ბოზალი და მიმდებარე სოფლებში,
11:30-დან 18:30 საათამდე 439 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფელ დამალაში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.