სერჟ სარგსიანი გადადგა
სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი გადადგა. ამის შესახებ ნათქვამია მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
რადიკალური ოპოზიცია სომხეთში 13 აპრილიდან მასობრივ აქციებს იმის გამო ატარებს, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტის სერჟ სარგსიანის კანდიდატურა წარადგინეს.
აქციების მიუხედავად, 17 აპრილს სომხეთის პარლამენტმა სარგსიანი პრემიერ-მინისტრად აირჩია, აქციის ორგანიზატორმა ნიკოლ ფაშინიანმა კი განაცხადა, რომ „ხავერდოვან რევოლუციას“ იწყებს.
გადადგა სომხეთის პრემიერ-მინისტრი სერჟ სარგსიანი, რითაც შეასრულა ერევანში 13 აპრილს დაწყებული საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა.
სარგსიანი პრემიერის პოსტზე დაინიშნა პრეზიდენტის რანგში ათწლიანი მუშაობის შემდეგ. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ ეს ცვლილება სარგსიანს, ფაქტობრივად, უვადოდ ტოვებდა ქვეყნის ლიდერის პოსტზე.
სარგსიანის გადადგომამდე გავრცელდა ინფორმაცია სომხეთში საპროტესტო გამოსვლების ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის ციხიდან გამოშვების შესახებ.
ფაშინიანი 22 აპრილს ერევანში დააკავეს - ცოტა ხანში მას შემდეგ, რაც ჩაიშალა მოლაპარაკება მას და სერჟ სარგსიანს შორის.