სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 აპრილს,
08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 2066 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, ზიკილია, გიორგიწმინდა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე 1846 აბონენტს ნინოწმინდისა და ახალქალაქის რაიონის სოფლებში ეშტია, თორია და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში,
11:30-დან 18:30 საათამდე 1243 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში დამალა, ოშორა, ინდუსა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ასპინძაში,
12:00-დან 16:00 საათამდე 2212 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ბეშეთი, ყვიბისი, ახალდაბა და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ბორჯომის ნაწილში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.