ასპინძაში გზების კეთილმოწყობისთვის 435 ათასი ლარი დაიხარჯება
დაბა ასპინძაში შიდა გზების კეთილმოსაწყობად სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ჭავჭავაძის, ტაბიძის, მარჯანიშვილის, გოგებაშვილის და
გორგასალის ქუჩებზე, სადაც ასფალტო-ბეტონის საფარი ჯამში 2 კილომეტრამდე სიგრძის გზაზე დაიგება. სამუშაოები რეგიონული პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 435 ათასი ლარით ფინანსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,საგზაო სამშენებლო კომპანია N1" ახორციელებს.
საგზაო ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება ასევე ვაჟა ფშაველას, ყაზბეგის, დედაენის და ერეკლე II-ის ქუჩებზეც, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი 1, 525 მეტრი სიგრძის გზაზე დაიგება.
ასპინძის მუნიციპალიტეტში სოფლების – მირაშხანისა და თოკი-ვარგავის მიმართულებით ორი მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს, შედეგად კი 9,5 კილომეტრი სიგრძის გზა უნდა მოწესრიგდეს.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია გოგებაშვილის ქუჩაზე ახალი წყალსადენი სისტემის რეაბილიტაციასაც ახორციელებს.