ახალციხესა და ბორჯომში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 აპრილს
09:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 988 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, თისელი, გურკელი და მიმდებარე სოფლებში;
30 აპრილს 09:00-დან 19:00 საათამდე 988 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, თისელი, გურკელი და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 16:00 საათამდე 1105 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში მზეთამზე, წაღვერი, კიმოთი და მიმდებარე სოფლებში,
12:00-დან 18:00 საათამდე 1406 აბონენტს ბორჯომში რუსთაველის, ინაურის, ი. პეტრიწის, ფიროსმანის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.