ნინოწმინდასა და ახალქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 მაისს
11:00-დან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 5210 აბონენტს ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონის სოფლებში ფოკა, ვლადიმიროვკა, კარწახი, ბოზალო და მიმდებარე სოფლებში, აგრეთვე ქ. ნინოწმინდასა და ქ. ახალქალაქში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.