სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 3 მაისს
08:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1908 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში საყუნეთი, გიორგიწმინდა, დიდი სმადა, ჩორჩანი, დერცელი და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 18:30 საათამდე 4875 აბონენტს ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, აგრეთვე ახალქალაქის რაიონის სოფლებში ორჯა, კორხი, ფოკა და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე 140 აბონენტს ასპინძის რაიონის სოფლებში რუსთავი და ინდუსა,
11:00-დან 14:00 საათამდე 132 აბონენტს ბორჯომის რაიონის სოფლებში ჩითახევი, დვირი და ჭობისხევი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.