სამცხე–ჯავახეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 მაისს
13:30-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება 1274 აბონენტს ახალციხეში ზარზმელის, რუსთაველის, გამსახურდიას და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში საფარა, ყულალისი, ნავანები და მიმდებარედ;
7 მაისს 11:00-დან 19:00 საათამდე 1304 აბონენტს ნინოწმინდის რაიონის სოფლებში ფოკა, ვლადიმიროვკა, ასფარა და მიმდებარე სოფლებში,
10:00-დან 19:00 საათამდე 1639 აბონენტს ახალქალაქის რაიონის სოფლებში სულდა, კარწახი, ბოზალო და მიმდებარე სოფლებში,
11:00-დან 18:00 საათამდე 474 აბონენტს ახალციხის რაიონის სოფლებში წყორა, ურაველი, ჭობა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.