რეგიონი
ბორჯომ-ხარაგაულის და ჯავახეთის ეროვნული პარკი ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების პროგრამაში ჩაერთო
ბორჯომ-ხარაგაულის და ჯავახეთის ეროვნულ პარკებთან ერთად, კიდევ 10 დაცული ტერიტორია, გაეროს განვითარების პროგრამისგან და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისგან დახმარებას მიიღებს.
გრანტი დაცული ტერიტორიების ფინანსური მდგრადობის გამყარებას და საქართველოს უნიკალური ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას მოხმარდება.

ხუთწლიანი პროგრამა, რომლის ბიუჯეტი 10 მილიონ აშშ დოლარს აღწევს, კავკასიის ბუნების ფონდისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ტექნიკური და საკონსულტაციო დახმარება 12 დაცულ ტერიტორიას მოიცავს: ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ტერიტორიები, თუშეთის დაცული ლანდშაფტი, მტირალას ეროვნული პარკი, ჯავახეთის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნული პარკი, ალგეთის ეროვნული პარკი, კინტრიშის დაცული ტერიტორიები, მაჭახელას ეროვნული პარკი და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიები.


„„მცენარეებისა და ცხოველების სახეობების გადაშენების მაჩვენებლებმა შემაშფოთებელ ზღვარს მიაღწია. დაცული ტერიტორიები უნიკალური რესურსია, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ეკოსისტემების კონსერვაცია და აღდგენა და დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნება. ბომრავალფეროვნების გარეშე დედამიწაზე სიცოცხლის არც ერთი სხვა ფორმა, მათ შორის ადამიანიც, აღარ იარსებებს“, - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა საქართველოში ლუიზა ვინტონმა.

ამჟამად დაცული ტერიტორიები საქართველოს ფართობის 8%-ს შეადგენს. გრანტის დახმარებით, რვა წელში ეს რიცხვი 20%-მდე უნდა გაიზარდოს.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook