რეგიონი
აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გაიმართა
მუნიციპალური განვითარების ფონდი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით აბასთუმნის ცენტრალური ნაწილის ურბანული განახლების საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობს.

კურორტ აბასთუმნის ურბანული განახლების პროექტი ითვალისწინებს პარკების, საფეხმავლო ბილიკების, განათების, დამატებითი ისტორიული ღირებულების მქონე შენობა-ნაგებობების და მოსასვენებელი ადგილების მოწყობას. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მდინარე ოცხეს დაზიანებული ნაპირის მოწესრიგებაც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება, რომელიც 2019 წლის ბოლოს დასრულდება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2020 წლის II კვარტლში დაიწყება.

საპროექტო დოკუმენტაციას იტალიური საპროექტო კომპანია KEIOS და ქართული კომპანია CMC ჯგუფი ამზადებს. აღნიშნულმა კომპანიებმა აბასთუმნის ურბანული განახლების პირველადი ხედვის საჯარო განხილვა გამართეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდის, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალური განვითარების ფონდი აბასთუმანში რამდენიმე პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მე-19, მე-20 საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის რეაბილიტაცია, ევგენი ხარაძის მიერ დაარსებული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა-რეაბილიტაცია. ასევე მუშავდება დაბა აბასთუმნის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა.
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 8 °C
img
ადიგენი 10 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 7 °C
img
აბასთუმანი 4 °C
img
ბაკურიანი 2 °C
img
ნინოწმინდა 4 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0291
RUB
RUB
100
4.2126
TRY
TRY
1
0.4646
USD
USD
1
2.6935
AMD
AMD
1000
5.5801
კალენდარი
Facebook