რეგიონი
ბორჯომის მერიას ექვს პოზიციაზე თანამშრომლების შერჩევა სურს
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი გამოაცხადა. აღმასრულებელ ხელისუფლებას თანამშრომლების შერჩევა ექვს პოზიციაზე სურს.
კონკურსი ცხრა ნოემბერს, 23:00 საათზე შეწყდება. განაცხადის წარდგენა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზეა შესაძლებელი.
კონკურსი სამეტაპიანია - განცხადების გადარჩევა, ზეპირი დავალება და გასაუბრება.
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით მიიღებს. ამისთვის ვადა განცხადების წარდგენის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვე აქვს.
ვაკანტური პოზიციებია:
- არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელი
- ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი
- მონიტორინგისა და სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობის განყოფილების - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების - პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
- შიდა აუდიტის სამსახურის პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი
გააზიარეთ :