დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრის მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, წყალმომარაგების კომპანიამ შეძლო შესაბამისი ოდენობის წყლის რესურსის მოწოდება, რათა ამოქმედებულიყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რომელიც ხელს არ შეუშლის ბაკურიანის დამსვენებლების წყლით უზრუნველყოფას.