სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის ღონისძიებებია დაგეგმილი. იუბილეს აღნიშვნა პავლე ზაზაძის სახეწლობის საკონფერენციო დარბაზში დაიწყო, სადაც ღონისძიებების პირველი ნაწილი რექტორმა, მერაბ ბერიძემ გახსნა. უნივერსიტეტს, მნიშვნელოვან თარიღს ულოცავს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორიც. უმაღლეს დაწესებულებაში უკვე გაიმართა აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც ოთხ პროფესორს საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. ესენია: როინ მეტრეველი, ვლადიმერ პაპავა, რამაზან ქორქმაზი და მეჰმედ დუმანი.
ახალციხის შემდეგ, იუბილეს აღნიშვნა ახალქალაქში, უნივერსიტეტის მესამე კორპუსში გაგრძელდა, სადაც განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ, სტუდენტთა რეაბილიტირებული საერთო საცხოვრებელი გახსნა. სტუდენტები აღნიშნულ შენობაში ცხოვრებას იანვრიდან დაიწყებენ.
გახსნის ღონისძიება ,,მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო კვირეულს”მიეძღვნა, რომელსაც განათლების სამინისტრო ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტებში მართავს.
იუბილეს აღნიშვნა დღის ბოლოს, მესხეთის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართული ღონისძიებით დასრულდება. აღნიშნულის შესახებ დეტალებს პერიოდულად მოგაწვდით.