ბორჯომში, დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების გადასაცემად ჩამოსულ სოზარ სუბარს, უკმაყოფილო მოსახლეობა დახვდა.
რამდენიმე ოჯახი, საცხოვრებლის გარეშე დარჩენას აპროტესტებდა.
55 ოჯახი, რომელმაც საცხოვრებელი სახლი დღეს მიიღო, ავარიულ კორპუსებში ცხოვრებდა. ვაშლოვანის ქუჩაზე, 4–სართულიან შენობაში, 36 ერთოთახიანი, 20 ოროთახიანი და 8 სამოთახიანი ბინაა. 64 ბინიდან 9 გაუნაწილებელი დარჩა. დევნილთა სამინისტროში განმარტავენ, რომ ამ ოჯახებზე კითხვები გაჩნდა, რომლებსაც უახლოეს მომავალში გაარკვევენ.
დევნილებს ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრმა გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა. საცხოვრებელი ფართები ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით, კენჭისყრით გადანაწილდა. ბინებში შეყვანილია ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყლის სისტემა.
4–სართულიანი შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ,,სამშენებლო ტრესტი N3″ განახორციელა. მშენებლობის ღირებულებამ 1 736 182 ლარი შეადგინა.