სან-ფრანცისკოში ქართველმა ემიგრანტებმა აქცია გამართეს
აშშ-ში, ქალაქ სან-ფრანცისკოში ქართველმა ემიგრანტებმა საპროტესტო აქცია გამართეს და საქართველოში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს.
ემიგრანტებმა, სოლიდარობა გამოუცხადეს აქციებზე დაშავებულ და დაპატიმრებულ ახალგაზრდებს და მათი გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე მოითხოვეს "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლება, რომელიც საპატიმრო დაწესებულებაში შიმშილობს და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
"გაუმართლებელია და უნდა დასრულდეს ის ძალადობა, რაც თბილისის ქუჩებში ხდება. უნდა დასრულდეს ეს რეჟიმი და გათავისუფლებულები უნდა იყვნენ სინდისს პატიმრები, მათ შორის მზია ამაღლობელი" - ამბობენ აქციის მონაწილეები.