რეგიონი
ბორჯომში საცხოვრებელი სახლი იწვის
ხანძარია ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს უკიდია. ადგილობრივების თქმით, შენობაში არავინ იმყოდება და არც ვინმე დაზარალებულა.
ხანძრის ქრობის პროცესში სახანძრო-სამაშველო სამსახურის ოთხი ეკიპაჟია ჩართული. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, რომ ცეცხლის გავრცელების საშიშროება აღარ არის. მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. უწყებაში დამწვარი ფართობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.
გააზიარეთ :