მსხვერპლით დასრულდა შეტაკება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის საზღვართან შეიარაღებული ბრძოლები მიმდინარეობს. უწყების განცხადებას ადგილობრივი გამოცემა haqqin.az ავრცელებს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის ტოვუზოვის რაიონში, სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება დაარღვია.
მათივე ცნობით, შეტაკებების დროს აზერბაიჯანულმა მხარემ 2 სამხედრო მოსამსახური დაკარგა, ხოლო 5 სამხედრო დაშავდა.
,,თავის მხრივ სომხური მხარე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საზოგადოებას სრულ ინფორმაციას არ აწვდის და მხოლოდ ლოკალურ ინციდენტზე საუბრობს", - ამბობენ თავდაცვის უწყებაში.