რეგიონი
თურქეთის პარლამენტმა სოციალური მედიის რეგულირების კანონი მიიღო
თურქეთის პარლამენტმა სოციალური მედიის რეგულირების კანონი მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირა მმართველმა „სამართლიანობის და განვითარების პარტიამ“ და ოპოზიციურმა „ნაციონალისტური მოძრაობის პარტიამ“.

1tv.ge - ის ინფორმაციით, კანონი ადგენს სოციალური მედიის პროვაიდერების ოფიციალურ განმარტებას და მიზნად ისახავს პასუხისმგებელი წარმომადგენლის დანიშვნას გამოძიებებისა და სასამართლო პროცესების დროს, რომლებიც დაკავშირებულია პლატფორმებზე სამართალდარღვევებთან. უცხოეთში დაფუძნებული სოციალური ქსელების პროვაიდერებს, რომლებსაც ყოველდღიურად მილიონზე მეტი მნახველი ჰყავთ თურქეთში, მინიმუმ ერთ წარმომადგენელს დაუნიშნავენ ქვეყანაში.

ამ ადამიანის საკონტაქტო ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება ისე, რომ ადვილად ხელმისაწვდომი იყოს. თუ წარმომადგენელი იქნება კერძო და არა იურიდიული პირი, ის თურქეთის მოქალაქე უნდა იყოს. სოციალური ქსელის პროვაიდერებს 48 საათი ექნებათ ბრძანებების პასუხისთვის, რომ შეურაცხმყოფელი შინაარსი ამოიღონ. პროვაიდერები ასევე მიიღებენ საჭირო ზომებს ქვეყნის შიგნით მომხმარებლების შესახებ პირადი მონაცემების შესანახად.

რეგულაციის დამრღვევებისთვის ჯარიმები მილიონი ლირიდან დაიწყება და ზედა ზღვრად ათი მილიონი ლირა განისაზღვრა.

კანონის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ ახალი რეგულაცია ცენზურას გაზრდის და ხელისუფლებას განსხვავებული აზრის გაჩუმებაში დაეხმარება. ერდოღანმა არაერთხელ გააკრიტიკა სოციალური მედია და თქვა, რომ ბოლო წლებში „უზნეო საქციელის“ ზრდა რეგულაციების ნაკლებობით იყო განპირობებული.
Facebook Twitter
პარტნიორი მედიასაშუალებების მასალები
ამინდი
ახალციხე 14 °C
img
ახალქალაქი 11 °C
img
ასპინძა 14 °C
img
ადიგენი 22 °C
img
ბორჯომი 17 °C
img
თბილისი 23 °C
img
აბასთუმანი 11 °C
img
ბაკურიანი 9 °C
img
ნინოწმინდა 11 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.6237
RUB
RUB
100
4.2107
TRY
TRY
1
0.4208
USD
USD
1
3.0785
AMD
AMD
1000
6.3425
კალენდარი
«« აგვისტო 2020 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.