რეგიონი
მთიან ყარაბაღში გარდაცვლილი ჯარისკაცების სიას ახალქალაქში ყოველდღიურად ანახლებენ
მთიან ყარაბაღში სომხურ-აზერბაიჯანულ კონფლიქტს ჯავახეთიდან არაერთი სამხედო ჯარისკაცი და მოხალისე ემსხვერპლა.
Jnews-ის ინფორმაციით, ახალქალაქის წმინდა ჯვრის ეკლესიის ბაღში, წარმოშობით ჯავახი ჯარისკაცების სურათებს აგროვებენ. მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.
მთიან ყარაბაღში დაღუპული ჯარისკაცების სიას ჯავახეთის ახალგაზრდების ფონდი ანახლებს. ამ დროისათვის არებული სია ასე გამოიყურება:
- სიმონ ავაგიანი – ნინოწმინდის სოფელი სათხა
- მხითარ აღჯოიანი – 1964 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი დიდი არაქალი.
- აშოტ ჩობანიანი – 1978 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი ოროჯოლარი.
- გნელ ფიდანიანი – 1985 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი გომანი.
- ვალენტინ ბურნუსუზიანი – 1985 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი არაგვა.
- ვაჩაგან გინოსიანი – 1985 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი განძა.
- გევორგ ბერაკჩიანი – 1982 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ლომატურცხი.
- აშოტ თაზიანი – 1991 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ქარსეპი.
- არსენ კარაპეტიანი – 1998 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ბეჟანო.
- სურენ ვანციანი – 1996 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ბეჟანო.
- ალექსანდრე ფარმანიანი – 1996 წელს დაბადებული, ასპინძის რაიონი, სოფელი დამალა.
- ჰავანნეს აფოსიანი – 2000 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ბუღაშენი.
- ვაჰე ვარდანიანი – 2000 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი კუმურდო.
- ალენ ვარდანიანი – 2001 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი მამწვარა.
- არსენ ეთოიანი – 2001 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი ბუღაშენი.
- ისაჰაკ ღარიბიანი – 2001 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი განძა.
- არსენ სარგისიანი – 2001 წელს დაბადებული, ახალქალაქის სოფელი კარტიკამი.
- გაგიკ ბრსოიანი 2002 წელს დაბადებული, ნინოწმინდის სოფელი განძა.
Atv 12–ის ფოტო
გააზიარეთ :