ასპინძის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
დაბა ასპინძაში აღმაშენებლის, ფალიაშვილის, არაყიშვილის ქუჩების რებილიტაცია ( მოსფალტება) 27 მაისს დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. აღნიშნულ ქუჩებზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია შპს ,,არალი” ახორციელებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 406 119 ლარია გამოყოფილი.
გარდა ამისა, დაბა ასპინძაში წერეთლის, ერისთავის, ვარძიის, ტაბიძისა და კურორტ ასპინძასთან მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს ,,ასტორია” 359 999 ლარის ფარგლებში ახორციელებს.
ასევე ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლებში ორგორა, საყუდაბელი, ძველსა და ჭობარეთში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოებს შპს ,,არალი”ახორციელებს, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 336 ლარი გათვალისწინებული.
სოფლამდე მისასვლელი გზების სამშენებლო სამუშაოები 20 მაისს დაიწყო და 21 ივლისს დასრულდება .