რეგიონი
პროგრესის არარსებობა რუსეთს სამხედრო გზით, სამხედრო ტექნოლოგიით რეაგირებისკენ უბიძგებს - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი, ნატო-ს გეგმების საპასუხოდ, შესაძლოა იძულებული გახდეს ევროპაში საშუალო რადიუსი ბირთვული რაკეტები განათავსოს.

რიაბკოვის მტკიცებით, რუსეთს მოუწევს იმოქმედოს, თუ დასავლეთი ევროპაში საშუალო რადიუსის მოქმედების ბირთვული ძალების განთავსებაზე მორატორიუმის გამოცხადებაზე უარს იტყვის.

„პოლიტიკური და დიპლომატიური გადაწყვეტის კუთხით პროგრესის არარსებობა რუსეთს სამხედრო გზით, სამხედრო ტექნოლოგიით რეაგირებისკენ უბიძგებს“- აღნიშნა რიაბკოვმა.

მისი თქმით, არსებობს „ირიბი მინიშნებები“, რომ ნატო საშუალო რადიუსის რაკეტების ხელახლა განლაგებას გეგმავს.

ნატო-ში ირწმუნებიან, რომ ევროპაში ახალი ამერიკული რაკეტები არ განთავსდება. თუმცა რიაბკოვი აცხადებს, რომ რუსეთი ალიანსს არ ენდობა.

„ისინი არ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას გააკეთონ ისეთი რამ, რამაც შეიძლება გაზარდოს ჩვენი უსაფრთხოება - მათ მიაჩნიათ, რომ შეუძლიათ იმოქმედონ ისე, როგორც სჭირდებათ, თავიანთ სასარგებლოდ და ჩვენ უბრალოდ უნდა გადავყლაპოთ ყველაფერი ეს ყველაფერი და შევეგუოთ. ეს არ გაგრძელდება“- აღნიშნა რიაბკოვმა.

საშუალო რადიუსის - 500-დან 5500 კმ-მდე - ბირთვული რაკეტები ევროპაში 1987 წელს, საბჭოთა კავშირის მაშინდელ ლიდერ მიხეილ გორბაჩოვსა და აშშ-ის პრეზიდენტ რონალდ რეიგანს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე აიკრძალა. 1991 წლამდე ორივე მხარემ თითქმის 2700 ასეთი რაკეტა გაანადგურა.

ვაშინგტონმა ხელშეკრულება 2019 წელს ცალმხრივად დატოვა, რის მიზეზადაც რუსეთის მხრიდან ხელშეკრულების წლების მანძილზე დარღვევა დაასახელა.
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამინდი
ახალციხე -8 °C
img
ახალქალაქი -14 °C
img
ასპინძა -8 °C
img
ადიგენი 3 °C
img
ბორჯომი -7 °C
img
თბილისი -3 °C
img
აბასთუმანი -11 °C
img
ბაკურიანი -12 °C
img
ნინოწმინდა -14 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5130
RUB
RUB
100
4.0371
TRY
TRY
1
0.2279
USD
USD
1
3.0840
AMD
AMD
1000
6.4082
კალენდარი
«« იანვარი  »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.