ზელენსკი რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს ლაივში მიმართავს
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ხვალ 4 მარტს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საქართველოს მოქალაქეებს ეკრანიდან მიმართავს. ამის შესახებ ტელეკომპანია ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, ირაკლი საღინაძე სოციალურ ქსელში წერს.
"ხვალ 20:00 ვოლოდიმირ ზელენსკი მოგვმართავს ქართველებს ლაივში დიდი ეკრანიდან რომელიც დაიდგმება პარლამენტის შენობის წინ. ჰო და დავანახოთ ჩვენი სოლიდარობა უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელ ხალხს",- წერს ირაკლი საღინაძე.
თბილისის გარდა, ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიოს კიდევ 4 ქალაქს მიმართავს.