რეგიონი
უკრაინელები მარიუპოლიდან მშვიდობიან მოსახლეობას არ უშვებენ - ვლადიმერ პუტინი
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ მარიულოპიდან უკრაინული მხარე მშვიდობიან მოსახლეობას არ უშვებს. მისი თქმით, რუსეთი დათანხმდა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე, შეწყვიტეს საომარი მოქმედებები, თუმცა უშედეგოდ.
"კიევიდან დარეკეს: "მოამზადეთ დერეფანი", - მაშინვე რეაგირება მოახდინეს ჩვენებმა, შეწყვიტეს საომარი მოქმედებები, არავის უშვებენ, მშვიდობიანი მოქალაქეების უკან იმალებიან. ვინ არიან ამის მერე? ნეონაცისტები, რათქმაუნდა" - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.
პუტინი ამბობს, რომ უკრაინის მიმართ რუსეთის მთავარი მოთხოვნა დემილიტარიზაციაა. მისივე თქმით, უკრაინის ნეიტრალური სტატუსია საჭირო, რომ ქვეყანა ნატოში არ გაწევრიანდეს.
"კიევის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას უნდა ესმოდეს, რომ თუ ისინი იმავე სულისკვეთებით გააგრძელებენ მოქმედებას, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ უკრაინის სახელმწიფოებრიობის მომავალს და თუ ეს მოხდება, ეს მთლიანად მათ სინდისზე იქნება დამოკიდებული" - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ მარიუპოლიდან მოსახლეობის ევაკუაციის მიზნით 50 ავტობუსის მობილიზება შეძლო, თუმცა მათი უსაფრთხო ტერიტორიაზე გაყვანა ვეღარ მოხერხდა. უკრაინული მხარე ირწმუნება, რომ რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და მარიუპოლი ისევ დაბომბა.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :