უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინსვლა შენელდა
„ხარკოვის, სუმის, ჩერნიგოვისა და კიევის რეგიონებში, რუსი დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ფართოდ არის დაფიქსირებული ძარცვის ფაქტები და ძალადობრივი ქმედებები ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ. მათი წინსვლის ტემპი მნიშვნელოვნად არის შეჩერებული“, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იუწყება.
„უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ თავდაცვითი ოპერაციის განხორციელებას სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ოპერაციულ ზონებში გარკვეული ხაზების გასწვრივ.
სევერსკის მიმართულებით გრძელდება ქალაქ ჩერნიგოვის გმირული თავდაცვა.
ქალაქ კიევის თავდაცვის ძალები აგრძელებენ დედაქალაქის დაცვას გარე ხაზის გასწვრივ და დამატებით განსაზღვრულ რაიონებში.
სამხრეთ საოპერაციო ზონაში, სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, თავდაცვითი ოპერაცია მიმდინარეობს და იგი ზღვის სანაპიროს ფარავს. გარდა ამისა, თავდაცვითი ბრძოლები მიმდინარეობს ნიკოლაევის გარეუბანში“, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.