რეგიონი
უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები გაიხსნა
მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის ჰუმანიტარული დერეფნები ქალაქ ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ხარკოვიდან, მარიუპოლიდან და კიევიდან გაიხსნა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ კი რუსეთის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინაში ცეცხლი, ადგილობრივი დროით დღეს დილით 9 საათზე შეწყვიტეს.
შეგახსენებთ, ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის წინა მცდელობები ჩაიშალა, რა დროსაც რუსმა სამხედროებმა მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლი გაუხსნეს.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :