რეგიონი
პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა
უკრაინული დაზვერვის ინფორმაციით, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ტერაქტის მოწყობის ბრძანება გასცა. დაზვერვის მიერ მოპოვებული ცნობებით, კრემლის ლიდერი ამაზე პასუხისმგებლობის დაკისრებას უკრაინისთვის აპირებს.
დაზვერვაში ასევე განმარტავენ, რომ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ნგრევის უკრაინელი სამხედროებისთვის მისაწერად, რუსული მხარე ცრუ „მტკიცებულებების“ შექმნას ცდილობს, რათა მისი ვერსიის დადასტურება შეძლოს.
„კერძოდ, გოსტომელში, ანტონოვის აეროპორტის მახლობლად, რუსული მაცივარი სატვირთო მანქანები შენიშნეს, რომლებიც აგროვებდნენ დაღუპული უკრაინელი მებრძოლების ცხედრებს. არის ალბათობა, რომ ისინი ჩერნობილის ზონაში დაღუპულ დივერსანტებად გაასაღონ.
იმ შემთხვევაში, თუ სახმელეთო სამხედრო ოპერაციისა და პირდაპირი მოლაპარაკებების გზით სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს, პუტინი მზადაა მიმართოს მსოფლიო საზოგადოების ბირთვულ შანტაჟს უკრაინის მხარდაჭერის მხრივ დათმობების მისაღწევად", - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.
ასევე იხილეთ: ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ, რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას - ვოლოდიმირ ზელენსკი
გააზიარეთ :