რეგიონი
რუსეთმა ამერიკის პრეზიდენტს სანქციები დაუწესა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სანქციები ასევე ეხება სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ჯეიკ სალივანსა და CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსს.
ამასთან, როგორც BBC იუწყება, სამინისტროში აცხადებენ, რომ დანარჩენებიც დაზარალდებიან.
სანქციების თანახმად, ჯო ბაიდენს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ეს არის რუსეთის პასუხი აშშ-ის მკვეთრად რუსოფობიულ პოლიტიკაზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეჭრის გამო, მანამდე აშშ-მა რუსეთს აქციები დაუწესა. პერსონალური ფინანსური სანქციები შეეხოთ პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტასა და მათ ოჯახის წევრებს.
ამას გარდა, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, აშშ-ში რუსული ნავთობის იმპორტი აიკრძალება. აკრძალვა მოიცავს თხევად ბუნებრივ აირსა და ნახშირსაც.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :