რეგიონი
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომის „მეორე ფაზის“ მიზნები დაასახელა
რუსეთი დონბასისა და სამხრეთ უკრაინის სრულ ოკუპაციას გეგმავს - „მეორე ფაზის“ მიზნებზე, TASS- თან რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე, რუსტამ მინეკაევი საუბრობს.
მისი თქმით, დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლი, რუსეთს საშუალებას მისცემს შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე და კიდევ ერთი გასასვლელი დნესტრისპირეთში [რუსეთის მიერ ოკუპირებული მოლდოვას ნაწილი].
„სპეციალური ოპერაციის მეორე ეტაპის დაწყებიდან, ის უკვე დაიწყო, ფაქტობრივად ორი დღის წინ, რუსული არმიის ერთ-ერთი ამოცანაა დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე სრული კონტროლის დამყარება..." თქვა მან.
მინეკაევის თქმით, რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის ფაქტები დნესტრისპირეთშიც ფიქსირდება:
„უკრაინის სამხრეთის კონტროლი კიდევ ერთი გამოსავალია დნესტრისპირეთში, სადაც ასევე არის რუსულენოვანი მოსახლეობის ჩაგვრის ფაქტები. როგორც ჩანს, ჩვენ ახლა ომში ვართ მთელ მსოფლიოსთან" - ამბობს ოკუპანტი ქვეყნის სამხედრო მაღალჩინოსანი და რუსებს არწმუნებს, რომ დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და "სპეციალური ოპერაცია" დასახულ მიზანს მიაღწევს - ”ჩვენ არ დაგვიწყია ეს ომი, მაგრამ ჩვენ მას დავასრულებთ”, - ამბობს მინეკაევი.
mtavari.tv
გააზიარეთ :