რუსეთი სევეროდონეცკზე შტურმს აგრძელებს
მტერი სევეროდონეცკზე შტურმს აგრძელებს, ბრძოლა გრძელდება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი ჰაიდაი „ტელეგრამში“ წერს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ნოვოხტირკისა და ვორონოვეს მიმართულებით რუსების თავდასხმა მოიგერიეს.
„ბილოჰორივკას ტერიტორიაზე მტერი იყენებს დივერსიულ და სადაზვერვო ჯგუფებს,“- აცხადებს ლუგანსკის გუბერნატორი.
მისივე ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს.
„გასული დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის 10 შეტევა მოიგერიეს, განადგურდა ერთი ტანკი, 3 საარტილერიო სისტემა, 2 ჯავშანტექნიკა, ერთი მანქანა და საბრძოლო მასალის 2 საცავი. საჰაერო თავდაცვის ნაწილებმა „ორლან 10“ ტიპის ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს,“- აცხადებს ჰაიდაი.