სევეროდონეცკში 8 000-მდე, ლისიჩანსკში კი 10 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება
ვინარჩუნებთ ლუგანსკის რეგიონის მცირე ნაწილის თავდაცვას. ასე რომ, ჩვენს სამხედროებს აქვთ დრო თავდაცვითი ნაგებობების ასაგებად, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.
მისი თქმით, ამ დროისთვის ქალაქ სევეროდენეცკში 8 000-მდე, ლისიჩანსკში კი - 10 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება.
შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ უკრაინულმა ძალებმა ქალაქი ლისიჩანსკი დატოვეს.