რუსებმა უკრაინაში 249 ბავშვი მოკლეს
რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში შეჭრის დაწყების დღიდან 249 ბავშვი მოკლეს, - ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„13 ივლისის დილისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, დაიღუპა 249 ბავშვი და დაშავდა 652-ზე მეტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 352 ბავშვი, დონეცკის ოლქში დაიღუპა და დაშავდა. უწყების განმარტებით, ეს მაჩვენებლები არ არის საბოლოო, რადგან გრძელდება მუშაობა დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე აქტიური საომარი მოქმედებების ადგილებზე.