რეგიონი
ოდესაში რაკეტები რეკრეაციული ცენტრის ტერიტორიაზე დაეცა, არიან დაშავებულები
რუსულმა ძალებმა წუხელ ოდესის ოლქზე რამდენიმე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, რის შედეგადაც რეკრეაციული ცენტრისა და მიმდებარე კერძო შენობების ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის წარმომადგენელი, სერჰი ბრაჩუკი ავრცელებს.
მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
„მტრის ორმა რაკეტამ ოდესის ოლქის ერთ-ერთ რეკრეაციულ ცენტრსა და მიმდებარე კერძო შენობებში ნგრევა და ხანძარი გამოიწვია, დაშავდა 3 მოქალაქე“, - აცხადებს ბრაჩუკი.
მისი ინფორმაციით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
"ინტერპრესნიუსი"
გააზიარეთ :