რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსული ძალების მიერ ხარკოვზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, 16 კი - დაშავდა, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი იუწყება.
მისი თქმით, დაშავებულებს შორის 11 წლის ბავშვია.
„ოკუპანტებმა სალტოვკაში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს რუსული რაკეტით დაარტყეს, საშინელი ნგრევაა“, - აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.
მისი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილი პირებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენების კი - საშუალო სიმძიმის.