ისრაელმა ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გასცა.
„ღაზის სექტორის სრული ბლოკადის განკარგულება გავეცი. არ იქნება ელექტროენერგია, საკვები, საწვავი, ყველაფერი დაკეტილია“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა.
მისი თქმით, ისრაელს "ადამიან-ცხოველებთან ბრძოლა უწევს, ამიტომ შესაბამისად უნდა იმოქმედოს".
„ჩვენ ვებრძვით ადამიან-ცხოველებს და შესაბამისად ვიქცევით“, - აღნიშნა გალანტმა.