,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ადიგენის, ახალციხისა და ბორჯომის მოსახლეობას შეხვდა. ნინო ბურჯანაძემ, სამცხე–ჯავახეთში სტუმრობისას, ადგილობრივებს საარჩევნო პროგრამა გააცნო.
უბლოკო სტატუსი, ძლიერი ეკონომიკა, სოციალური პროექტები და ურთიერთობის დალაგება მეზობელ ქვეყნებთან – ეს არის საკითხები, რომლებზე მუშაობასაც ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში აპირებს. ნინო ბურჯანაძემ და მაჟორიტარმა კანდიდატმა, მოსახლეობის პრობლემები სოფელ მოხესა და ახალციხეში მოისმინა. პარტიის ლიდერი ქართველ ფერმერებს რუსული ბაზრის გახსნას დაპირდა. სოფელ მოხეში კი რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი დაპირისპირებების თავიდან აცილებასა და მშვიდობიან თანაცხოვრებაზე გაამახვილა ყურადღება.