მე-12 დღეა ახალციხეში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
დღეს, 26 იანვარს ახალციხეში საპროტესტო აქცია "არა რუსულ რეჟიმს!" გაიმართა. აქციის მონაწილეები 18:00 საათზე შოთა რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბნენ და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები გააპროტესტეს. ახალციხეში მე-12 დღეა აქცია უწყვეტად მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია, ახალი არჩევნები და დაკავებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლება, რომელიც ბათუმის პოლიციამ 11 იანვარს დააკავა. მზია ამაღლობელი საპყრობილეში 15 დღეა შიმშილობს. მის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რეჟიმის ტყვეობაში საფრთხე ემუქრება.