რეგიონი
ხარკოვის საზღვართან რუსეთის ძალების მობილიზაცია ფიქსირდება - მედია
რუსეთი ხარკოვის საზღვართან ძალების მობილიზებას ახდენს. ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, საზღვართან 50 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა კონცენტრირებული, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთმა ხარკოვის მიმართულებით შესაძლოა მასირებული იერიში დაიწყოს.
როგორც ბრიტანელი სამხედრო ექსპერტი მაიკ კლარკი აცხადებს, საოკუპაციო ძალებს ამისთვის 4 თვე ექნებათ, სანამ მათ შეტევას უამინდობა არ შეაფერხებს.
ოფიციალური მონაცემებით, 25 მაისს, რუსეთის თავდასხმამ 13 რეგიონი დააზარალა: ქალაქი კიევი, კიევის ოლქი, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ტერნოპოლის, დნეპროპეტროვსკის, ნიკოლაევის, ოდესის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, ჩერკასის, სუმისა და პოლტავას ოლქები.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა 80-ზე მეტი საცხოვრებელი შენობა, დაფიქსირდა ხანძრის 27 კერა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიღუპა 12 ადამიანი, 60-ზე მეტი კი - დაშავდა - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, იგორ კლიმენკომ სოციალურ ქსელში დაწერა.
დაღუპულებს შორისაა სამი ბავშვი ჟიტომირის ოლქში მცხოვრები ერთი ოჯახიდან. მათი მშობლები საავადმყოფოში გადაიყვანეს, დედა მძიმე მდგომარეობაშია.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა უკრაინაზე წუხელ კომბინირებული თავდასხმა 367 დრონით და რაკეტით განახორციელეს.
გააზიარეთ :