ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტი დააზარალა. სტიქიამ სოფლებში – ჩუნჩხასა და პტენაში სასოფლო–სამეურნეო სავარგულები დააზიანა.
ძლიერმა სეტყვამ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ორი სოფელი – ჩუნჩხა და პტენა დააზარალა. ადგილობრივების თქმით, ისინი მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების გარეშე დარჩნენ. მოსახლეობის ნაწილს ნათესები დაზღვეული აქვს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი ამბობს, რომ სეტყვისგან მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ მხოლოდ ჩუნჩხიდან და პტენიდან აქვთ. თვითმმართველობა აღნიშნული საკითხის შესწავლაზე მუშაობს.
ფოტოების ავტორი: შორენა თეთვაძე