ასპინძის მუნიციპალიტეტი, სამცხე–ჯავახეთში ერთადერთია, სადაც თვითმმართველობის თანამშრომლებს, სააღდგომო პრემია არ აუღიათ. 2016 წლის განმავლობაში, პრემიის სახით, სულ 5 386 ლარი გაიცა.
იანვარსა და თებერვლის თვეში, 506 ლარის პრემია, გამგეობის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის მძღოლმა მიიღო.
მარტსა და აპრილში კი, პრემიის სახით, 4 880 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებაზე მომუშავე ექვს თანამშრომელზე გადანაწილდა.