ადიგენის მუნიციპალიტეტში, საკრებულოსა და გამგეობის თანამშრომლებმა, აპრილის თვეში, სააღდგომო პრემია, ხელფასის 50% ოდენობით აიღეს. 41 005 ლარი თანამდებობის პირებსა და საჯარო მოხელეებზე გადანაწილდა.
პრემია გამგეობის ყველა თანამშრომელმა აიღო, რამაც ჯამში 28 885 ლარი შეადგინა.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 12 170 ლარი საკრებულოს თავმჯდომარეზე, თავმჯდომარის მოადგილეზე, კომისიის თავმჯდომარეებზე, ფრაქციის თავმჯდომარეებსა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებზე გადანაწილდა.