სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ადიგენის გამგებელთან ერთად სოფელ
ენთელსა და დაბა ადიგენში საგზაო ინფარსტრუქტურის სარეაბილიტაციო
სამუშაოები დაათვალიერა.
სოფლების ენთელი-ფხერო-შოყა-ოქროს ციხის მიმართულებით, გზის
რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი სამ
კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება. პროექტი, რომელიც სამ ეტაპად
ხორციელდება, გასულ წელს დაიწყო და 2017 წელს დასრულდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია დაბა ადიგენშიც, სადაც თამარ მეფის, ჩადუნელისა და ბალახაშვილის ქუჩების მოსაწესრიგებლად 533 191 ლარი დაიხარჯება. ჯამში ასფალტო-ბეტონის საფარი 3 კილომეტრი სიგრძის გზაზე დაიგება.
საავტომობილო გზის 2 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდება ასევე სოფლების- დიდი ზანავი, პატარა ზანავი, ჭულეს მიმართულებით, ხოლო 5 კილომეტრიანი წყალსადენი მაგისტრალი მოეწყობა ჩორჩანში, დიდ და პატარა სმადაში.
2016 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოსაწესრიგებლად 4 მასშტაბური პროექტია დაგეგმილი, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით 1 906 700 ლარამდეა გათვალისწინებული.
|