საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ადიგენის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.
ადიგენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მინისტრმა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გარემოს დაცვის საკითხებზე ისაუბრა და რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილა.
შეხვედრა სამუშაო ფორმატში წარიმართა, რომელსაც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების პირველი პირები და ადგილობრივები დაესწრნენ.