ახალციხის მერიამ 30 ცალი ნაგვის ბუნკერი შეიძინა. მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ახალციხეში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი 1,1 მკ ლითონის ახალი ბუნკერები განლაგდება.
კეთილმოწყობის სამსახურის ინფორმაციით, ნაგვის კონტეინერები იმ ტერიტორიებზე განთავსდება, სადაც ამის საჭიროება არსებობს. გარდა ამისა, ახლით ჩანაცვლდება მწყობრიდან გამოსული ძველი ბუნკერები.
„ეს არის, როგორც ცენტრალური ქუჩები, ასევე შალვა ახალციხელისა და საბარგო სადგურის მიმდებარე ტერიტორია. ძველი ბუნკერები კი , რომელიც მწობრიდან არის გამოსული ახლით ჩანაცვლდება. მოსახლეობას თხოვნით მივმართავთ, რომ მიზანმიმართულად არ დააზიანონ და გაუფთხილდნენ“– აცხადებს შ.პ.ს „კეთილმოწყობის“ დირექტორის დროებით მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ლონდარიძე.
ნაგვის კონტეინერების შეძენა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომელიც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია შ.პ.ს „ ჯი თი კაპიტალმა“ უზრუნველყო. შეძენილი კონტეინერების საერთო ღირებულება 20 248 ლარს შეადგენს.
მერიის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქუჩებზე ნაგვის კონტეინერები უახლოეს მომავალში განთავსდება.